ანდრიუს კუბილიუსი -კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს - ენა, რომელსაც ის იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, კობახიძემ დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის საუბრის ტონი ევროპული კულტურისთვის შეუსაბამოა.

„ის ენა და ბრალდებები, რომელსაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და საზიანოა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მცდელობის შესახებ გაკეთებული განცხადებებისთვის“, - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „როცა ადამიანი ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს, ის არათუ გვარამიასთან, არამედ არავისთან შესაშვები არ არის“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა