ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმ წარმატებაზე არ საუბრობენ, რომლებსაც ქართველი სპორტსმენები აღწევენ, რადგან მათ ქვეყნის წარმატება არ უხარიათ

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმ წარმატებაზე არ საუბრობენ, რომლებსაც ქართველი სპორტსმენები აღწევენ, რადგან მათ ამ ქვეყნის წარმატება არ უხარიათ. ეს განცხადება ვლადიმერ ბოჟაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში სპორტული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გაუქმდა. სპორტის უნივერსიტეტი და კოლეჯი, ასევე სპორტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი დაიხურა.

„მიხარია, რომ დღეს, სპორტულმა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებმა დაიბრუნეს ფუნქცია, რაც სწორედ ქვეყნის სწორი პოლიტიკის დამსახურებაა. ჩვენ, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გავაგრძელებთ და კიდევ უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენი გვეყოლება“,- აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ საკრებულოს სხდომაზე.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა