ირაკლი კობახიძე - ბარიერთან დაკავშირებული საკითხის განხილვას შეიძლება მომავალ წელს ან 2024 წელს მივუბრუნდეთ

ბარიერის შემცირება ყველაზე მნიშვნელოვანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის. ერთადერთი შანსი, რომ „ნაცმოძრაობა“ სატელიტებთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნდეს, იქნება მაშინ, როდესაც საარჩევნო ბარიერი მცირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს შეუძლია „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, გარკვეულ მოცემულობაში, ეს კომპრომისი განახორციელოს, მაგრამ ამის აუცილებელი პირობა პოლარიზაციის ხარისხის შემცირება იქნება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე საუბრობს, ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მოტივაცია ნულის ტოლია, მაგრამ პოლარიზაციის შემცირების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიზარდოს.

„წელს ეს კანონპროექტი მეორე მოსმენით არ განიხილება. შეიძლება, ამ კანონპროექტის განხილვას მომავალ წელს ან 2024 წელს მივუბრუნდეთ. ყველაფერი დაკავშირებული იქნება პოლარიზაციის ხარისხთან. ოპოზიცია ამბობს, რომ დეპოლარიზაციისთვის არის ამ კანონპროექტის მიღება საჭირო, სინამდვილეში დეპოლარიზაცია არის ამ კანონპროექტის მიღებისთვის წინაპირობა. რაც უფრო დაბალია ბარიერი, პოლიტიკურ სისტემას სტაბილურობის კუთხით, მით უფრო მეტი რისკი იქმნება და რაც უფრო მეტად პოლარიზებულია პოლიტიკური გარემო, უფრო მეტია ეს რისკები. შესაბამისად, მაღალი ბარიერის შემოღების ფუფუნება იმ შემთხვევაში გვექნება, თუ პოლარიზაციის ხარისხი შემცირდება. აქეთ ოპოზიცია ნაბიჯებს არ დგამს. პირიქით საუბრობენ რევოლუციაზე, რიგგარეშე არჩევნებზე და ა.შ. ასეთ პირობებში ჩვენი ჯანსაღი მოტივაცია, რომ ბარიერი შემცირდეს, დღეს ნულის ტოლია, მაგრამ შეიძლება მომავალში გაიზარდოს.

ეს ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ყველაზე მეტად თუ ვინმეს აინტერესებს ეს ცვლილება, ეს არის „ნაცმოძრაობა“. ერთადერთი შანსი, რომ „ნაცმოძრაობა“სატელიტებთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნდეს, იქნება მაშინ, როდესაც საარჩევნო ბარიერი მცირდება. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ამიტომ მთავარი დაინტერესებული მხარე ბარიერის შემცირებაში არის, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ შეგვიძლია ეს კომპრომისიც განვახორციელოთ „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ გარკვეულ მოცემულობაში, მაგრამ ამის აუცილებელი პირობა ბუნებრივია, პოლარიზაციის ხარისხის შემცირება იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა