ხატია დეკანოიძე - გრიგოლ ლილუაშვილთან დახურულ ფორმატში საუბარს, რომელსაც ნაწილობრივ დამნაშავედ მივიჩნევ, რადგან რეალურად ის ახორციელებს ფარულ თვალთვალს, მართებულად არ მივიჩნევ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღად არის ქცეული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას კონკრეტული კითხვები ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს, გრიგოლ ლილუაშვილთან, რომელიც პარლამენტში 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

„ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არსებობა არის უმძიმესი პრობლემა, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს რეალურად ფარულ თვალთვალს, მიყურადებას პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, სასულიერო პირებზე, უცხო ქვეყნის დიპლომატებზე, ეს არის უმძიმესი გამოწვევა ქვეყნის დემოკრატიისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ფარული მიყურადება არაერთხელ მოხვედრილა საერთაშორისო ანგარიშებში, ასევე ძალიან კარგად გახსოვთ, რომ იმ კრებსებში, რომელიც გავრცელდა, ძალიან რეალურად არის ასახული, მათ შორის 5-6 ივლისის მოვლენებში სუს-ის ჩართულობა. სუს-ი პირდაპირ არის ჩართული იმაში, თუ როგორ დაარბიონ, როგორ სცემონ და იძალადონ ადამიანებზე. ამიტომ, მე და ჩემს ფრაქციას ჰქონდა კონკრეტული კითხვები, ეს კითხვები ეხებოდა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებს, რაც საზოგადოებას საჯაროდ უნდა მოესმინა სუს-ის უფროსისგან, ეს კითხვები ეხება ფარულ თვალთვალს და მიყურადებას, კორუფციის ფაქტებს, რომელიც არ არის გამოძიებული. მაგალითად, ჩემს შესახებ განხორციელებული ფარული თვალთვალი, მიყურადება გამოძიებული არ არის. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, საზოგადოებას ეს პასუხები საჯაროდ მოესმინა და არა დახურულ ფორმატში“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მისი განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დახურულ ფორმატში მოსმენა მართებული არ არის.

„ დახურულ ფორმატში საუბარს ლილუაშვილთან, რომელსაც ნაწილობრივ დამნაშავედ მივიჩნევ, რადგან რეალურად, ის ახორციელებს ფარულ თვალთვალს და მიყურადებას, მართებულად არ მივიჩნევ“,-განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა დახურული პლენარული სხდომის ფორმატში გრძელდება.

ლილუაშვილმა პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწიული ანგარიში თავდაპირველად ღია სხდომაზე წარუდგინა. მას შემდეგ კი, რაც მისი მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო, მამუკა მდინარაძემ სხდომის დახურვის საკითხი დასვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო