პატრიცია დელონის პოეტური კრებულის „და ესეც გაივლის“ პრეზენტაცია და ნახატების გამოფენა გაიმართა

თბილისის ზღვაზე მდებარე კომპლექს „საქართველოს მატიანეს“ ტერიტორიაზე პატრიცია დელონის პოეტური კრებულის „და ესეც გაივლის“ პრეზენტაცია და ნახატების გამოფენა გაიმართა.

ახალი პოეტური კრებულიდან ლექსები მოწვეულ სტუმრებს ავტორის გარდა, ელდინო საღარაძემ, მანანა ლეგაშვილმა და იოანე ქართველმა წაუკითხეს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ლექსების თემატიკა ქართულ-ებრაულ მეგობრობას, საქართველოს და თბილისის სიყვარულს ეხებოდა.

შემოქმედებითი საღამო მუსიკალურად თემურ ყვითელაშვილმა გააფორმა. ღონისძიებაზე პრემიერაც შედგა. ნათია ქოროღლიშვილმა პატრიცია დელონის მიერ დაწერილ ლექსსა და მელოდიაზე შექმნილი სიმღერა შეასრულა. გარდა ამისა, შემოქმედებით საღამოზე მიწვეულმა სტუმრებმა თეატრალიზებული კოსტუმირებული სანახაობა, სიმღერა, ქართული ქორეოგრაფია და ნახატების გამოფენა იხილეს.

საღამოს ცნობილი ხელოვანები, კულტურისა და განათლების სამინისტროს, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხას ხობის რაიონის სოფელ თორსაში ასიათასი მოწამის სახელობის ეკლესიის მშენებლობის დასრულებისა და ებრაელთა სასაფლაოს კეთილმოწყობისთვის გამოიყენებენ. აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად ისრაელიდან და იტალიიდან საპატიო სტუმრები ჩამოვიდნენ.

პატრიცია დელონი წლების წინ შვილთან ერთად ისრაელიდან საქართველოში დაბრუნდა. ის ათ ენაზე საუბრობს და ლექსებსაც რამდენიმე ენაზე წერს. აღნიშნული პოეტური კრებული რიგით მეექვსეა. დელონის შემოქმედებაზე არაერთი რეცენზიაა დაწერილი ლიტერატორებისა და კრიტიკოსების მიერ, რომლებიც დადებითად აფასებენ მის პოეზიას. რაც შეეხება ნახატებს, პატრიცია დელონს ორ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ორი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა