სერგო ჩიხლაძე - მგონი, ილუზია არავის ჰქონია, რომ ეს 4 დეპუტატი ვითომ გამოეყო „ოცნებას“ - 4 პრორუსი „კლოუნი" იჯდა“„დედა პარტიის“, „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე

ჩვენ გუშინაც ვიხილეთ, რომ ეს 4 პრორუსი "კლოუნი" იჯდა „დედა პარტიის“, „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გუშინ კაჭრეთში გამართულ „ქართული ოცნების“ გასვლით შეხვედრას პარტიიდან წასული 4 დეპუტატიც ესწრებოდა.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, აღნიშნული დეპუტატები მმართველ პარტიასთან ერთად „გეგმავენ იმ მასხარაობას, რასაც თავად ეწევიან“.

„მგონი ილუზია არავის ჰქონია, რომ ეს დეპუტატები ვითომ გამოეყვნენ „ქართულ ოცნებას“. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი ერთად გეგმავენ ამ მასხარაობას, რასაც ეს ოთხი დეპუტატი ეწევა. ჩვენ გუშინაც ვიხილეთ, რომ ეს 4 პრორუსი "კლოუნი" იჯდა „დედა პარტიის“, „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, კაჭრეთში, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის გასვლით შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხი დეპუტატი - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ესწრებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, სხდომას ოთხივე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სტატუსით ესწრებოდა და არა პარტიის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო