ნიკოლოზ ვაშაკიძე - უკრაინის წონა პოსტომის სამყაროში საგრძნობლად დიდი იქნება - მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა, რომელმაც ომში არაერთხელ მკაფიოდ გამოხატა  სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, ხელისუფლების შეცვლა ომის დამთავრებამდე შეძლოს

დიდი ალბათობით, უკრაინა ამ ომს მსოფლიოში ერთ - ერთი უძლიერესი არმიით დაასრულებს. მისი პოლიტიკური წონა პოსტომის სამყაროში საგრძნობლად დიდი იქნება - ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა საერთაშორისო ურთიერთობებში საკმაოდ ხისტი იქნება, რასაც, უკვე დღესაც ავლენს.

„უკრაინა განსაკუთრებით ხისტი იქნება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც ამ ომში მის მიმართ მტრული ან ორაზროვანი პოზიცია გამოავლინა. ცხადია, დიდი და ძლიერი სახელმწიფოების მიმართ წყენას ის სწრაფად და პრაგმატულად დაივიწყებს. პატარა და სუსტ ქვეყნებს პრობლემები შეექმნებათ. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხმა, რომელმაც ამ ომში არაერთხელ მკაფიოდ გამოხატა თავისი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, ომის დამთავრებამდე შეძლოს ხელისუფლების შეცვლა. რამდენად გამოვა ეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ დროა ჩვენი საზოგადოება დაფიქრდეს ამაზე“, - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა