მიხეილ სააკაშვილი - რუსეთის საზღვარზე ათასობით მანქანა დგას, რომლითაც ჯარისკაცები და კოლაბორაციონისტები გარბიან - რუსი სამხედროები ბარდებიან ტყვედ და უკრაინელებს მათი განთავსების პრობლემა გაუჩნდათ

საქართელოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის არმიის ელვისებური წარმატებული შეტევა აუცილებლად შევა მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რუსი სამხედროები ბარდებიან ტყვედ და უკრაინელებს მათი განთავსების პრობლემა გაუჩნდათ.

„უკრაინის არმიამ უკვე 80კმ-ით წაიწია წინ ხარკოვის ოლქში. კუპიანსკის აღების შემდეგ ელვისებურად შეუტია იზიუმს და უდიდესი ნაწილი აიღო. აქ რუსებს ძალიან დიდი საფრთხე გაუჩნდათ. ბევრჯერ ვარ ამ ადგილებში ნამყოფი და ვიცი, რომ იზიუმის სპეციფიური ლანდშაფტი ძალიან აადვილებს იქ მყოფი ჯარის „ქვაბში” მოქცევას ისე, რომ გასაქცევიც არსად ექნებათ. ამავე დროს უკრაინელი ჯარისკაცები გამოჩნდნენ ცოტა ხნის წინ დაკარგულ ლისიჩანსკში, ლუგანსკის ოლქში. ამ ქალაქების საბოლოოდ აღების შემდეგ დონბასზე შემდგომი რუსული შეტევა შეუძლებელი გახდება.

ამავე დროს რუსეთის საზღვარზე ათასობით მანქანა დგას რიგში. ამ მანქანებით ჯარისკაცები და ადგილობრივი კოლაბორაციონისტები გარბიან აგრესორ სახელმწიფოში. რუსი სამხედროები ბარდებიან ტყვედ და უკრაინელებს მათი განთავსების პრობლემა გაუჩნდათ.

ასეთი ელვისებური წარმატებული შეტევა აუცილებლად შევა მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში“,- წერს სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო