ლევან ხაბეიშვილი - „ქართული ოცნების“ დეპუტაციის დიდი ნაწილიც ვერ ხედავს ამ ხელისუფლების პირობებში პერსპექტივას, მე ამ ადამიანებთან მისაუბრია - მოვა დრო, როცა სახელებით და გვარებით ვილაპარაკებ

„ქართული ოცნების“ დეპუტაციის ძალიან დიდი ნაწილი, პირადადაც მხვდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ ისინიც ვერ ხედავენ ამ ხელისუფლების პირობებში პერსპექტივას და მოვა დრო, როცა სახელებით და გვარებით ვილაპარაკებ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება „ქართული ოცნების“ უმრავლესობის უმალვე ჩამოშლას ნიშნავს.

„საქართველოს მოქალაქის მთავარი წუხილი დღეს არის ის, რომ რუსეთისკენ მიგვაქანებს ხელისუფლება და ამას სჭირდება ცვლილებები, კონკრეტული მიზნები, ბრძოლა და ვადამდელი არჩევნები.

მე დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომა-ზამთრისთვის პროცესები იქნება შეუქცევადი და იმ სპირალში არის ივანიშვილი და მისი კრიმინალური ხელისუფლება შესული, რომელიც დაამარცხებს, დაასუსტებს და ხელისუფლებას ჩამოაშორებს ამ ხალხს. კარგად უნდა გაიაზროს ხალხმა, რომ ივანიშვილის სანქცირება ნიშნავს იმ წამსვე მისი უმრავლესობის დაკარგვას პარლამენტში. „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ძალიან დიდი ნაწილი, პირადადაც მხვდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ ისინიც ვერ ხედავენ ამ ხელისუფლების პირობებში პერსპექტივას და მოვა დრო, როცა სახელებით და გვარებით ვილაპარაკებ. მე ამ ადამიანებთან მისაუბრია, რომ მე ამას ვიტყვი საჯაროდ და ხვალ-ზეგ მე მზად ვარ, რომ სახელი და გვარებით მოვყვე ვინ, როგორ და რანაირად. მათ აქვთ დრო ჯერ კიდევ იმისთვის, რომ იფიქრონ და ჩვენ მივალთ იმ გზაგასაყარზე და ვართ ახლა იმ გზაგასაყარზე, რომ ამ ადამიანებმა კონკრეტული არჩევანი უნდა გააკეთონ. ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება ჩვენთვის არის ჯოკერი, რადგან ეს ნიშნავს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ჩამოშლას უმალვე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტ სააკაშვილის გარეშე წარმოუდგენელია.

„მე მაინც მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მის გარეშე არის წარმოუდგენელი და არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარმოუდგენელია. მისი მასშტაბის პოლიტიკოსი არა მარტო ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, არამედ რეგიონალური, თუნდაც მსოფლიო მასშტაბით, დღეს საქართველოში არ არსებობს და ამიტომ მე ძნელად წარმომიდგენია მის გარეშე ქართული პოლიტიკა, მაგრამ ცხადია, ეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადასაწყვეტია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს