დიმიტრი მედვედევი ვოლოდიმირ ზელენსკის - ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ საბავშვო მოთელვაა მომავალ მოთხოვნებთან შედარებით - კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხობს და უკრაინას კიდევ ერთხელ ემუქრება.

„ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ აპირებს დიალოგს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს. ამჟამინდელი "ულტიმატუმები" საბავშვო მოთელვაა მომავლის მოთხოვნებთან შედარებით და მან იცის ისინი: კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით“, - წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ დაელაპარაკება მათ, ვინც ულტიმატუმებს აყენებს. „ეს არის ჩემი პრინციპი: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის