მამუკა მდინარაძე - ფული, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან, „ტექნიკური მთავრობის“ კამპანიის დასაგეგმად მიემართება - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან ფინანსდებიან “ენჯეოები“

შეგვიძლია ფაქტებზე დაყრდნობით დავასკვნათ, რომ ის ფული, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნის კამპანიის დასაგეგმად მიემართება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას იმაზე მეტი დაფინანსება აქვთ, ვიდრე პოლიტიკური პარტიების ნაწილს.

მდინარაძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არასამთავრობო ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან და რა მიზნობრიობით ხარჯავენ თანხებს.

„საქართველოში არსებობს ყველაზე მდიდარი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც გაცილებით მეტი დაფინანსება აქვთ, ვიდრე პარტიების უდიდეს ნაწილს და ეს ყველაფერი საით არის მიმართული ვნახეთ. როდესაც „ნაცმოძრაობას“ და მათ ლობისტებს 2020 წლის "ფეიკი" არ გამოუვიდათ გაყალბების შესახებ, როდესაც შემდეგ თავიანთი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს კადრეს, ის რომ ქუჩაში გამოიყვანეს და ეს პროექტიც ჩავარდა. ბოლოს ეს მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების ის ყველაზე, ასევე, უფრო მდიდარი ნაწილი გამოვიდა ქუჩაში. ეს პროექტიც ჩავარდა და და საბოლოოდ, შეგვიძლია ფაქტებზე დაყრდნობით დავასკვნათ, რომ ის ფული, რამდენიმე მილიონზე და რამდენიმე ათეულ მილიონზეა საუბარი, რომლითაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან, მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნის კამპანიის დასაგეგმად და ა.შ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ეს თანხები, რა მიზნობრიობით იხარჯება, საიდან ფინანსდებიან და ა.შ.“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა