ლევან იოსელიანი - ოპოზიციურ პარტიებს აქვთ მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება - რადიკალური დღის წესრიგის მომხრე ამომრჩეველს ვიღაც უნდა დაეპატრონოს

რაც უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი იქნება რადიკალური „მესიჯებით“ გამოსული, მეტი შანსი აქვთ, რომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამომრჩევლის რაღაც სოლიდური ნაწილი მიიღოს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან აქციების მეშვეობით ხელისუფლების ცვლილების დაანონსებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ლევან იოსელიანის თქმით, სინამდვილეში ბრძოლა არა ხელისუფლების ცვლილებისთვის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ამომრჩევლისთვის მიდის.

„ვფიქრობ,ოპოზიციურ პარტიებს აქვთ მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება და იმ დროისთვის, როცა პარტია დაიშლება და ამის ყველა ნიშანია სახეზე - მიხეილ სააკაშვილს შეიძლება აღარ უნდა პოლიტიკაში ყოფნა, პარტიაში ვიცით, რომ დაპირისპირებაა, ამომრჩეველი, რომელიც რადიკალური დღის წესრიგის მომხრეა, ამ ამომრჩეველს ვიღაც უნდა დაეპატრონოს.

რაც უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი იქნება რადიკალური „მესიჯებით“ გამოსული, მეტი შანსი აქვთ, რომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამომრჩევლის რაღაც სოლიდური ნაწილი მიიღონ. მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ბრძოლა მიდის ხმებისთვის, სამომავლოდ თავისი ამომრჩეველი რომ გაზარდონ, ოღონდ გაზარდონ რადიკალური ამომრჩევლის ხარჯზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ხარჯზე იმიტომ, რომ მათაც აქვთ, ჩემი აზრით, მოლოდინი, რომ ეს პარტია ადრე თუ გვიან, არჩევნებამდე დაიშლება, ამ ფორმით ვერ მიაღწევს ყოველ შემთხვევაში“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის განცხადებით, მას არ სჯერა აქციების გზით ხელისუფლების ცვლილების.

„ყველაზე ბევრი ადამიანი და მაშინაც 60-100 ათასი არ იყო, გამოვიდა მაშინ, როდესაც ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი. გამოვიდნენ, მერე სიმღერები იმღერეს და დაიშალნენ. შეიძლება გამომივიდეს ბევრი ადამიანი, მაგრამ ეს ადამიანები ამ ქვეყანაში არ არიან დღეს მზად იმისთვის, რომ ძალით, შევარდნით, ჩხუბით და ჯაჯგურით შეცვალონ ხელისუფლება და ეს არავის არ უნდა სინამდვილეში. შეიძლება რამდენიმე ათას კაცს უნდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ მიზანი იქნას მიღწეული. ამიტომ მე არ მჯერა დღეს საქართველოში ასეთი ტიპის ხელისუფლების ცვლილების. არამც თუ არ მჯერა, არ ვთვლი, რომ ეს ასე უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ერთადერთი სწორი გზა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ კონსტიტუციური განვითარება, ეს არჩევნებია და არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ ხელისუფლება“, - განაცხად ლევან იოსელიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს