რუსთავში მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი შენდება

მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, რუსთავში მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრი შენდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია. მშენებლობის პროცესს ქალაქის მერი, ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების ნიზნით მიმდინარე რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი სერვისცენტრის მშენებლობა. პროექტის განხორციელების შემდეგ, რუსთაველებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო მოქნილი და თანამედროვე მომსახურება მიიღონ ქალაქის მერიისგან“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 430 კვადრატული მეტრი ფართობის ერთსართულიანი შენობა, მეგობრობის გამზირზე შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების მიღებას, მოქალაქეები ახალი სერვისცენტრიდან შეძლებენ. როგორც რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ გოგაძემ განაცხადა, მუნიციპალური სერვისების რეფორმა, მნიშვნელოვანია, რადგან რუსთაველები უფრო მოსახერხებელ და თანამედროვე მომსახურებას მიიღებენ ქალაქის მერიისგან.

მუნიციპალური სერვისების რეფორმა, რუსთავში მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. არქიტექტურის სამსახურის, მუნიციპალური ინსპექციის და დასუფთავების სამსახურის შემდეგ, რეფორმა მოქალაქეთა მომსახურების პროფილის სამსახურებშიც დაიწყო. რეფორმის ერთ-ერთი ეტაპი, მუნიციპალური სერვისების ერთ სივრცეში მოქცევას და მოქალაქეებისთვის კომფორტული და თანამედროვე გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის