ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რა უპირატესობა აქვს არჩევნების ელექტრონულად ჩატარების თაობაზე მათ ინიციატივას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რა უპირატესობა აქვს არჩევნების ელექტრონულადჩატარების თაობაზე მათ ინიციატივას. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ინიციატივის განხორციელება სპეკულაციებს დაასრულებს, მათ შორის ე.წ. კარუსელის პრინციპთან და სხვა მანიპულაციებთან დაკავშირებით.

„რაც შეხება კონკრეტულად ამ ინიციატივას, სამუშაო ჯგუფში ჩართულია ყველა არარადიკალური საპარლამენტო პოლიტიკური პარტია, მათი ინიციატივაც იყო ამ საკითხის განხილვა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ მათი მხრიდან ექნებათ ამ ინიციატივებს მხარდაჭერა. ჩვენ გვაქვს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული გამოცდილება. იგივე ბათუმში 8 უბანზე შუალედური არჩევნები ჩატარდა. ხმის მიცემაც ელექტრონული წესით განხორციელდა. ამ ინიციატივას უამრავი დადებითი მხარე აქვს და არავითარი უარყოფითი. აქედან გამომდინარე, ველით რომ ეს ინიციატივა მაღალ შეფასებას დაიმსახურებს. ყოველ შემთხვევაში, ობიექტური დამკვირვებელი ამასთან დაკავშირებით სხვა შეფასებას ვერ გააკეთებს“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, არჩევნების ოფიციალური შედეგები მალევე გამოქვეყნდება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, "3 რადიკალური პარტია პროცესში არ მონაწილეობს".

„ეგზიტპოლი ხშირად გამხდარა მანიპულაციის საგანი. მოგეხსენებათ, ოთხი ეგზიტპოლი ცხადდება და ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება. ეგზიტპოლიც აღარ იქნება საჭირო, 9-ის წუთებზე სრულად იქნება ხელმისაწვდომი არჩევნების ოფიციალური შედეგები საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, ბათილი ბიულეტენების საკითხი გადაწყდება, რაზეც უამრავი სპეკულაცია იყო. ოქმებში დისბალანსი განულდება და ა.შ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის კომპონენტი და დარწმუნებული ვართ, ობიექტური დამკვირვებელი ძალიან მაღალ შეფასებას მისცემს ამ ინიციატივას. რაც შეეხება სხვა პუნქტებს, ყველა პუნქტთან მიმართებით გვაქვს ჩვენ ერთი და იგივე მიდგომა. მაქსიმალურად გავხსენით კარი ყველა სუბიექტისთვის, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა, იცით, რომ 3 რადიკალური პარტია პროცესში არ მონაწილეობს. ჩვენი კარი აბსოლუტურად გახსნილია. რაც შეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქ ერთი მარტივი „წითელი ხაზია“, რაც დაკავშირებულია სცენაზე დგომასთან და პოლიტიკური მოთხოვნების დაყენებასთან. ასეთი სულ 3 თუ 4 არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პირდაპირ პოლიტიკური მოთხოვნებით გამოდიოდა. რა თქმა უნდა, მათი ამ პროცესში ჩართულობა აბსოლუტურად არაბუნებრივი იქნებოდა. სხვა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის კარი არის ღია“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება" საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის.

შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა