ალეკო ელისაშვილი - სრულდება ეპოქა, როცა არჩევნებზე ხმების დასათვლელად საანგარიშოებს და დომინოს ქვებს ახრიგინებდნენ

სრულდება ეპოქა, როცა არჩევნებზე ხმების დასათვლელად საანგარიშოებს ახრიგინებდნენ, ითვლიდნენ ან ვერ ითვლიდნენ და იყო დიდი დავიდარაბა - თუ “ქართული ოცნება“ ელექტრონულ სისტემას შეიძენს, საარჩევნო დღის მაიმუნობები ისტორიას ჩაბარდება, - აღნიშნული შეფასება დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, რუსთავსა და ბათუმში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ ოპოზიციას არცერთი საჩივარი არ დაუწერია.

“ძალიან კარგი იქნება, თუ არჩევნებზე ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანები დაიდგმება, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნახევრ საათში ყველამ შედეგები იცოდა. ძველი საანგარიშოებითა და დომინოს ქვებით თვლა დამთავრდა, არჩევნების შედეგებს მეორე დილამდე რომ ვერ თვლიდნენ ხოლმე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“ქართული ოცნება“ საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის.

როგორც “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი იქნება, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს.

კობახიძის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა