ირაკლი ქადაგიშვილი - არჩევნების ელექტრონულად ჩატარების სისტემა სპეკულაციების სივრცეს მოხსნის, შედეგები მყისიერად გახდება ცნობილი და პარალელური დათვლის პროცესი აღარ იქნება

არჩევნების ელექტრონულად ჩატარების სისტემა სპეკულაციების სივრცეს მოხსნის, შედეგები მყისიერად გახდება ცნობილი და პარალელური დათვლის პროცესი აღარ იქნება, რაც ვნახეთ, რომ რევოლუციური სცენარის განვითარების საბაბად იყო გამოყენებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქმედ “საარჩევნო კოდექსს“ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა მინიმუმამდე დაჰყავს, “მაგრამ იმისთვის, რომ სპეკულაციების ადგილი აღარ დარჩეს, ელექტრონული სისტემის შემოტანა სწორედ ამას ემსახურება“.

“ელექტრონული სისტემა იმას ნიშნავს, რომ იარსებებს მატერიალური დოკუმენტი, შემოხაზული ბიულეტენი და აღარ იქნება სპეკულაციის სივრცე, რომ კომპიუტერში ვიღაცამ რაღაც გააყალბა. ასეთმა სისტემამ პოლიტიკური კლასი და ამომრჩეველი უნდა მიაჩვიოს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები გამჭვირვალედ ტარდება და თითოეული ხმა ითვლება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ქართული ოცნება“ საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის.

როგორც “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი იქნება, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს.

კობახიძის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს