ბადრი ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ სურს, სახალხო დამცველის თანამდებობაზე მისთვის სასურველი კანდიდატი შეარჩიოს

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” სურს, სახალხო დამცველის თანამდებობაზე მისთვის სასურველი კანდიდატი შეარჩიოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰყავდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ომბუდსმენი.

“სამწუხაროდ, პროცედურამ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოიფიქრა და სხვა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა, დიდი ნდობით არ სარგებლობს. ბევრი შენიშვნა გააჩნიათ ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო სექტორი როგორ უყურებს ამ პროცესს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ ინტერესიდან, რომ ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. “ქართულ ოცნებას” სხვა მიზნები აქვს, მათ არ სურთ ისეთი დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა, როგორც დღეს არის ნინო ლომჯარია. ცდილობენ, რომ ათასგვარი მანიპულაციებით და ხრიკებით მათთვის სასურველი კანდიდატის გაყვანა შეძლონ, ეს ეჭვი აქვს ყველას. ცხადია, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც არ არის გამჭვირვალე და ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი საკმარისად გასაგები არ არის საზოგადოებისთვის, ეს ყოველთვის ეჭვს იწვევს. მეორე მხრივ, ჩვენი ამოცანაა, ყველანაირად შევეწინააღმდეგოთ იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლოს მისთვის სასურველი სახალხო დამცველის გაყვანა ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე. მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პრინციპული სახალხო დამცველი, ეს არის ჩვენი ამოცანა”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს