ირაკლი ქადაგიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარშემო ცხელი და დამანგრეველი ომი მიმდინარეობს, უნდა მოვახერხოთ და ქვეყანა სამშვიდობოზე გავიყვანოთ

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარშემო ცხელი და დამანგრეველი ომი მიმდინარეობს, უნდა მოვახერხოთ და ქვეყანა სამშვიდობოზე გავიყვანოთ - დრო აჩვენებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებამ სწორი პოზიცია დაიკავა, როცა უკრაინას სრული სოლიდარობა გამოუცხადა, ყველა დონეზე მხარი დაუჭირა, თუმცა არავის მიეცა საშუალება, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტის მონაწილე ყოფილიყო, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებულ სამხედრო ესკალაციაზე საუბრისას გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით, „ამ პროცესში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში მშვიდობის კუნძულს ვინარჩუნებთ“.

„საჯარო ინფორმაციით, სომხეთმა რუსეთს მიმართა, რომ კოლექტიური თავდაცვის ძალები იყოს გამოყენებული. სომხეთის მხარე ამბობს, რომ საბრძოლო მოქმედებები ორი ქვეყნის საზღვარზე მიმდინარეობს. ეს დაძაბულობას ზრდის. ამ პროცესში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობის კუნძულს კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში. ეს მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გარკვეული მედიატორის ფუნქცია ვიკისრეთ, როცა პრემიერის ჩართულობით ტყვეების გაცვლა და დანაღმული ტერიტორიების განაღმვა მოხდა. ორივე ქვეყანასთან ნდობით აღჭურვილ ურთიერთობას ვინარჩუნებთ. ეს იმედს და საშუალებას გვაძლევს, რომ კონფლიქტი ჩაცხრეს და მას უფრო ფართო განვითარება არ მიეცეს. ორივე მხარის მიმართ კეთილმეზობლურ, სამართლიან პოზიციას ვიკავებთ.

ყარაბაღის ბოლო ომის დროს არც ერთი მხარისთვის რაიმე სამხედრო პრეფერენცია არ გაგვიკეთებია, რადგან ორივე ჩვენი მეზობელია და მათ მიმართ კეთილგანწყობილი პოლიტიკა გაგვაჩნია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს