თამარ კორძაია - პარლამენტს აქვს ვალდებულება, მიიღოს საკანონმდებლო გადაწყვეტილება მედია მენეჯერებთან დაკავშირებით და ეს შეიძლება იყოს ამნისტიის ფორმა

პარლამენტს აქვს ვალდებულება, მიიღოს საკანონმდებლო გადაწყვეტილება მედია მენეჯერებთან დაკავშირებით და ეს შეიძლება იყოს ამნისტიის ფორმა, - ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო წევრმა თამარ კორძაიამ ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მედია მენეჯერების დევნის შეწყვეტა რეკომენდაციების ნაწილია.

„მედიასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხია მედია მენეჯერების დევნის შეწყვეტა, რაც პირდაპირ წერია 12 პუნქტიან მოთხოვნებში. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტს აქვს ვალდებულება მიიღოს საკანონმდებლო გადაწყვეტილება მედია მენეჯერებთან დაკავშირებით და ეს შეიძლება იყოს ამნისტიის ფორმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, იცით, რომ პარლამენტში დიდი პაკეტია რეგისტრირებული მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების, რაც საფრთხეებს შეიცავს იმ თვალსაზრისით, რომ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას გაუფართოვდეს უფლებამოსილება და ისევ გააგრძელოს კრიტიკული მედიის სანქცირება, ამასთან დაკავშირებითაც გვექნება პოზიციები. ამასთან, დეპოლარიზაციის თვალსაზრისით, მედიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და ამასთან დაკავშირებითაც შემოგვთავაზეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცვლილებები, რასაც გავივლით",- განაცხადა კორძაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს