კახა კალაძე - არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკაში არიან ჩართულები, პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ - ისინი არიან პოლიტიკური პარტიები

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკაში არიან ჩართულები, პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ, პირდაპირ წარმოდგენილი არიან, როგორც მხარე. ისინი არიან პოლიტიკური პარტიები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის შინაარსი საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში აბსოლუტურად განსხვავებულია.

„არა მხოლოდ დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, არამედ ყველა მათი ქმედება უნდა იყოს გამჭვირვალე. ისინი უნდა იყვნენ აპოლიტიკურები და ჩვენთან სამწუხაროდ, ყველაფერი შეტრიალებულად ხდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ განწყობები რაც არის საზოგადოებაში, ეს არის თავად მათი დამსახურება. თქვენ ნახეთ მთელი ამ წლების განმავლობაში, ყველა განვლილ პერიოდში, არჩევნების პროცესში, არჩევნების შემდეგ როგორი დღის წესრიგი აქვთ. სამწუხაროდ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან. როდესაც შენ არასამთავრობო ორგანიზაცია გქვია და ჩართული ხარ "პივიტის" გაყალბებაში. ეს არის ძალიან მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ ჩართული იყვნენ რევოლუციურ სცენარში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ამხილა და "ქართული ოცნების" ლიდერების გამომჟღავნების შემდეგ აიწია ეს თემა, რომელიც ძალიან მძიმე იყო",-განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა