პაატა მანჯგალაძე - ის, რომ საქართველო ლამის ცივი ომის მდგომარეობაში აღმოჩნდა უკრაინასთან, სწორედ რუსეთის იმ გავლენის აგენტების დამსახურებაა, რომლებიც ხელისუფლებაში არიან

ის, რომ საქართველო ლამის ცივი ომის მდგომარეობაში აღმოჩნდა უკრაინასთან, სწორედ რუსეთის იმ გავლენის აგენტების დამსახურებაა, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ამის მტკიცებულებებს საზოგადოება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იხილავს.

"სტრატეგია აღმაშენებელი" ვსაუბრობდით არა მარტო ელჩების სავარაუდო აგენტობასთან დაკავშირებით, პირდაპირ გეუბნებით - "ქართული ოცნების" პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებში არიან რუსეთის გავლენის აგენტები. ამის მტკიცებულებებს ამ მოცემულობაში ვერ დავდებთ, მაგრამ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, შევქმნით ეროვნული უსაფრთხოების სპეციალურ სამსახურს, რომელიც მტკიცებულების დონეზე დაადასტურებს, რომ "ქართულ ოცნებაში" მაღალჩინოსნებს და პოლიტიკოსებს, ყველას არა, მაგრამ მთელ რიგ პოლიტიკოსებს პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთთან", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის აგენტებად მხილებული პირები ელჩებად დანიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა