საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შემაჯამებელ შეხვედრას მართავს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. შეხვედრა "ლელოს" დეპუტატის დავით უსუფაშვილის სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობს.

როგორც "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეს საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდნენ სამოქმედო გეგმაზე, თუ რომელი ინიციატივების წარდგენა მოხდება პრიორიტეტულად პარლამენტში და როგორ იმოქმედებენ პარლამენტს გარეთ.

"დღეს შევაჯამებთ გამართული შეხვედრების შესაბამისად ინფორმაციას და ჩამოვაყალიბებთ იმ პოლიტიკურ გეგმას, რომლითაც უახლოეს კვირებში იმოქმედებს ოპოზიცია, როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ",- განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო