სალომე სამადაშვილი - ხვალიდან ოფიციალურად მოვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას და დიდი იმედი მაქვს, ამ მოწვევის პარლამენტში პირველი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ფორმირებას გაუკეთებს ოპოზიცია, შეიქმნება

წინასწარი კონსულტაციები დასრულდა და დიდი იმედი მაქვს, საკითხი გადაწყდება და ამ მოწვევის პარლამენტში პირველი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ფორმირებას გაუკეთებს ოპოზიცია, შეიქმნება მთავარ თემაზე - დღევანდელი ხელისუფლების რუსეთთან თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა საკითხზე წინასწარი კონსულტაციები დასრულებულია.

"საგამოძიებო კომისია არის მთავარი საკითხი დღეს. მოხარული ვარ, რომ ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკური ჯგუფების, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს "ლელოს" ინიციატივას, საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. წინასწარი კონსულტაციები დავასრულეთ და ხვალიდან დაიწყება ოფიციალური ხელმოწერების შეგროვება.

ხვალიდან ჩვენ უკვე მოვითხოვთ ოფიციალურად საგამოძიებო კომისიის შექმნას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს საკითხი გადაწყდება და ამ მოწვევის პარლამენტში პირველი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ფორმირებას გაუკეთებს ოპოზიცია, შეიქმნება სწორედ იმ მთავარ თემაზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, დღევანდელო ხელისუფლების თანამშრომლობაზე რუსეთის ხელისუფლებასთან და რუსეთის ხელისუფლების დაკვეთების შესრულებაზე დღევანდელი ოლიგარქიული რეჟიმის მიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა სამადაშვილმა.

" ლელოს" ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიას ჯამში 53 დეპუტატი უჭერს მხარს, რაც მისი შექმნისთვის საკმარისია. ცნობილია, რომ ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მხარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"," სტრატეგია აღმშენებელი," პარტია "საქართველოსთვის", "გირჩი" და დამოუკიდებელი დეპუტატები დაუჭერენ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს