დმიტრო კულება - იმედისგამაცრუებელი სიგნალები გერმანიიდან - როცა უკრაინას “ლეოპარდები” და “მარდერები” სჭირდება, არც ერთი რაციონალური არგუმენტი, რატომ არ შეიძლება ამ იარაღის მიწოდება - მხოლოდ აბსტრაქტული შიშები და ბოდიშები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანია გააკრიტიკა. დმიტრო კულებას თქმით, ვერ ხვდება, რატომ არ აწვდიდა გერმანია ოფიციალურ კიევს „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებს და ქვეითთა საბრძოლო ტრანსპორტს - „მარდერებს“.

„იმედისგამაცრუებელი სიგნალები გერმანიიდან, მაშინ როცა უკრაინას ხალხის გასათავისუფლებლად და გენოციდისგან გადასარჩენად ახლა “ლეოპარდები” და “მარდერები” სჭირდება. არც ერთი რაციონალური არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება ამ იარაღის მიწოდება - მხოლოდ აბსტრაქტული შიშები და ბოდიშები“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა