სოსო გოგაშვილი - საუბრები, რომლებიც თითქოს უკრაინულ საიტებზე იტვირთებოდა, სინამდვილეში ივანიშვილის დავალებით იყო დამონტაჟებული და ატვირთული სუს-ის „ოტოს“ მიერ

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ საუბრები, რომლებიც თითქოს უკრაინულ საიტებზე იტვირთებოდა, სინამდვილეში ივანიშვილის დავალებით იყო დამონტაჟებული და ატვირთული სუს-ის „ოტოს“ მიერ.

სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერებს შორის არანაირ რევოლუციურ სცენარზე საუბარი არ ყოფილა და ეს ყოველთვის იყო „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ხალხის „გასაშავებლად“.

„მე ვხედავ, რომ ქოცები ისევ აგრძელებენ ხალხის ცრუ პროპაგანდით დაშინებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მიუხედავად ჩემი პირადი დამოკიდებულებებისა ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის მიმართ, არანაირი რევოლუციური სცენარის განხორციელების შესახებ საუბრები არ ყოფილა ოპოზიციის ლიდერებს შორის. ეს საუბრები ყოველთვის იყო „ქოცების“ მიერ შექმნილი ხალხის გასაშავებლად. ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული და არაავთენტიკური საუბრები.

სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე მე წარვადგენ ამ ყველაფრის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ორიგინალშიც და დამონტაჟებულშიც. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ვილაპარაკო სიმართლე ხალხის წინაშე. სიცრუე კი ერთია: საუბრები, რომლებიც იტვირთებოდა თითქოს უკრაინულ საიტებზე, სინამდვილეში იყო სუს-ის საიტები და საუბრები იყო ივანიშვილის დავალებით დამონტაჟებული და ატვირთული სუს-ის „ოტოს“ მიერ. ხალხს უკვე აღარ სჯერა თქვენი “შოკისმომგვრელი” მდარე ხარისხის “ფეიკ” პროპაგანდის. ასე რომ груსებო, ხალხი მალე გამოგიტანთ სამარცხვინო განაჩენს“,- აცხადებს სოსო გოგაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო