შალვა პაპუაშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - ამ კანონის მიღება განპირობებულია ევროკავშირთან დაახლოებით - ეს არის ევროკავშირის დირექტივის იმპლემენტაცია საქართველოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების საჭიროებებზე განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ „თუ არ მოხდება ოქტომბრამდე ნაბიჯების გადადგმა, საქართველოს შეეზღუდება წვდომა შემოქმედებითი ევროპის ფონდებზე და ქვეყანა გაერთიანებიდან გაირიცხება".

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან.

„ამ კანონის მიღება განპირობებულია ევროკავშირთან დაახლოებით. ეს გახლავთ ევროკავშირის დირექტივის იმპლემენტაცია საქართველოში. მათ შორის, ევროკომისიამ რამდენჯერმე მოგვმართა წერილით, რომ მოგვეხდინა ამ დირექტივის იმპლემენტაცია. თუკი არ მოხდება ოქტომბრამდე ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შეეზღუდება წვდომა შემოქმედებითი ევროპის ფონდებზე. უფრო მეტიც, თუ არ მოვახდენთ ამ დირექტივის იმპლემენტაციას, საერთოდ გავირიცხებით შემოქმედებითი ევროპის გაერთიანებიდან და არ გვექნება საერთოდ წვდომა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პროექტი, რომელიც წარმოდგენილია არის შესაბამისობაში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან. ეს პროექტი პარლამენტში 2018 წლიდან არის ინიცირებული და შემუშავებულია ევროკავშირის ექსპერტების მიერ და მათი დახმარებით. 2018 წელს დირექტივაში შევიდა ცვლილებები და მოხდა პროექტის შესაბამისობაში მოყვანა დირექტივასთან და ინიცირება. რაც შეეხება განხილვებს, ვიცი ის წუხილები და კითხვები, რაც არსებობს. საკითხი საბოლოო ჯამში ღია ფორმატში განიხილება, ყველა ვიქნებით მომსწრე ამ განხილვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელება იკრძალება. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის ასახვაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში იგეგმება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, „მაუწყებლობის შესახებ” კანონს „პასუხის უფლების“ შესახებ ჩანაწერი ემატება - „პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს. მედიაექსპერტ ლაშა ტუღუშის მოსაზრებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები თუ იმ ფორმით დარჩება, რა ფორმითაცაა შემუშავებული, ეს იქნება პოლიტიკური იარაღი, რომელიც რაღაც მომენტში მედიის წინააღმდეგ აუცილებლად გაისვრის.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია