შალვა პაპუაშვილი - როცა პირდაპირ თუ ირიბად ხდება მოწოდება, რომ საქართველო ჩაებას სამხედრო კონფლიქტში ყველამ, ვინც თავს პატრიოტად თვლის, უნდა დაგმოს - ამ მხრივ, ხელისუფლება ფაქტობრივად მარტოა

როცა პირდაპირ, ირიბად, კეთილგანწყობით თუ არაკეთილგანწყობით ხდება მოწოდება, რომ საქართველო ჩაებას სამხედრო კონფლიქტში ყველამ, ვინც თავს საქართველოს პატრიოტად თვლის, უნდა დაგმოს იმ ადამიანების ეს განცხადებები - ეს არის პირველი მინიმალური საჭიროება და სამწუხაროდ, ამ მხრივ ხელისუფლება ფაქტობრივად მარტოა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არავინ აყვეს ასეთ მოწოდებებს და ეს აზრი საზოგადოებაში არ დამკვიდრდეს.

„საქართველო ბოლო რამდენიმე თვეა არის განსაკუთრებული რისკის გარემოში, რაც ეხება სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვის რისკს. ეს რისკი, რომ არსებობს ამას მტკიცებაც არ უნდა, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და როდესაც რუსი სამხედროები ამ შენობიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში არიან განთავსებული. ეს რისკი არსებობს. ჩვენ სამწუხაროდ, გვესმოდა სხვადასხვა აქტორის მხრიდან ხან პირდაპირი, ხან ირიბი, ხან შეფარვითი, ხან იმით, რომ შეგულიანება ხდებოდა, ხან ხდებოდა პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველო გარკვეულწილად ამ პროცესში, რაც სამხედრო დაპირისპირებას შეეხება, ჩაერთოს. ამიტომ ერთი მხრივ, არის ზოგადი რისკი და მეორე მხრივ, არის კონკრეტული მოწოდებები, რომელიც ჩვენ გვესმის და არ წყდება ეს მოწოდებები. აქ მარტო ჩვენი გამოხმაურებები, რაც მნიშვნელოვანია არ ყოფნის, აქ მნიშვნელოვანია, რომ მედიამაც და ოპოზიციამაც ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ხაზგასმით თქვან რა არის მათი პოზიცია, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ ზოგიერთებისგან გვესმის ცხადი პოზიცია და აბსოლუტური დაგმობა. როცა პირდაპირ, ირიბად, კეთილგანყობით თუ არაკეთილგანწყობით ხდება მოწოდება, რომ საქართველო ჩაებას სამხედრო კონფლიქტში ყველამ, ვინც თავს საქართველოს პატრიოტად თვლის, უნდა დაგმოს იმ ადამიანების ეს განცხადებები - ეს არის პირველი მინიმალური საჭიროება და სამწუხაროდ, ამ მხრივ ხელისუფლება ფაქტობრივად მარტოა იმისთვის, რომ ასეთი ტიპის განცხადებები როცა გვხდება, გამოეხმაუროს. მნიშვნელოვანია, რომ არავინ ამ ქვეყანაში არ აყვეს ასეთ მოწოდებებს და რამენაირად ეს აზრი არ დამკვიდრდეს ჩვენს საზოგადოებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს