ოლაფ შოლცი - ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისათვის - საბოლოო ჯამში კანდიდატი ქვეყნების საქმეა, რომ ისინი შეასრულონ

ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისათვის , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება გერმანიის მხარდამჭერი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

ოლაფ შოლცის განცხადებით, გარდა სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებების გატარებაში მხარდაჭერისა, გერმანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაშიც დაეხმარება.

„პირველ რიგში, პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისათვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში ეს არის კანდიდატი ქვეყნების საქმე, რომ შეასრულონ ეს კრიტერიუმები, მაგრამ ჩვენგან საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისათვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იქნას განხორციელებული.

გარდა ამისა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება, ბევრი სხვა სფერო არსებობს სამომავლო განვითარებისთვის, ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და ამაზე გვქონდა დღეს ჩვენ ლაპარაკი“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს