პაატა ზაქარეიშვილი - რეგიონში საქართველო ერთადერთია, რომელიც თავს აქეთ-იქით აქნევს და ვერ გაიგო, რაშია საქმე - დღეს ქვეყნის მთავარი როლია კავკასიაში, რუსეთს არსად გაეჩხიროს, არც ფეხებში, არც ხელებში და არც ყელში

რეგიონში საქართველო ერთადერთია, რომელიც თავს აქეთ-იქით აქნევს და ვერ გაიგო, რაშია საქმე - უსაფრთხოების საბჭო სიმბოლურად მაინც მოიწვიონ,- ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს მთავარი როლი კავკასიაში არის ის, რომ „რუსეთს არსად გაეჩხიროს, არც ფეხებში, არც ხელებში და არც ყელში!

„უსაფრთხოების საბჭო აუცილებელია. როდესაც რეგიონში 5 სახელმწიფოა და აქედან სამი ჩართულია ესკალაციაში - აზერბაიჯან - სომხეთი უშუალოდ და თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს მკაფიოდ, ირანი არ მალავს სიმპათიას სომხეთის მიმართ, საქართველო ერთადერთია, რომელიც თავს აქეთ-იქით აქნევს და ვერ გაიგო, რაშია საქმე. უსაფრთხოების საბჭო სიმბოლურად მაინც მოიწვიონ. ამას არ აკეთებენ იმიტომ, რომ არ აწყობთ იყვნენ წამყვანი ფიგურა. დღეს საქართველოს მთავარი როლი კავკასიაში არის ის, რომ არ რუსეთს არსად არ გაეჩხიროს, არც ფეხებში, არც ხელებში და არც ყელში! საქართველო არ არსებობს, მის ადგილზე არის თეთრი ლაქა, სადაც არც კი იკითხება საქართველო. საქართველო უნიკალურზე უნიკალურ სტრატეგიულ ადგილზეა.

უნდა გავაძლიეროთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. დავიწყოთ პირდაპირი კონტაქტი სოხუმთან და ცხინვალთან. მთავარია, რომ რუსეთს ყველაზე საშინელ სიზმარში არ აწყობს საქართველო-თურქეთის მეგობრობა. საქართველო ვითომ ნატოში მიდის, თურქეთი ნატო-ს წვერი სახელმწიფოა, ამიტომ ღმერთმა გვიბრძანა, რომ თურქეთთან ამ მიმართულებით უნდა ვიმეგობროთ. თურქეთი ყველა მიმართულებით გავლენიანია. რუსეთი ანგარიშს უწევს მას. თურქეთი უკრაინას აძლევს იარაღს, ამ იარაღით იღუპებიან რუსი ჯარისკაცები. მიუხედავად ამისა, რუსეთი ჩადის თურქეთში მოლაპარაკებაზე. კეთილი ვინებოთ და გამოვიყენოთ ჩვენი შანსი“,- აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს