ირაკლი კობახიძე პრემიერ ღარიბაშვილის შესაძლო შეცვლაზე - გუნდი აბსოლუტურად მყარი და ერთიანია და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გუნდი არის აბსოლუტურად მყარი, ერთიანი და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლას.

მისივე თქმით, „მსგავსი ჭორების გავრცელების მიზეზი მხოლოდ ის სისუსტეა, რომელსაც ოპოზიცია ავლენს“.

„სრული სისუსტის გამოვლინებაა რასაც ვხედავთ ოპოზიციის სახით, ასეთ დროს გორდება ხოლმე გარკვეული ჭორები სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობის პირებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან „ქართულ ოცნებასთან“. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გუნდი არის აბსოლუტურად მყარი, ერთიანი და ჭორების აგორების ნულოვანი საბაბი არსებობს. ამის მიზეზი არის ერთადერთი რამ, ის სისუსტე, რომელსაც ავლენს ოპოზიცია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა