ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ერთობლივი ზეწოლით უნდა მოვახერხოთ ობიექტური პროფესიონალი კანდიდატის არჩევა სახალხო დამცველად და არა „ქართული ოცნების" მარიონეტის

ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ერთობლივი ზეწოლით უნდა მოვახერხოთ ობიექტური პროფესიონალი კანდიდატის არჩევა სახალხო დამცველად და არა "ქართული ოცნების" მარიონეტის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის არჩევის დამტკიცებული პროცედურა იძლევა საშუალებას, რომ მათ საკუთარი კანდიდატის გაყვანა სცადონ.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის კანდიდატურა წარდგენილ იქნას ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩევით. შემოთავაზებული პროცედურა მეტ-ნაკლებად იძლევა ამის საშუალებას, რომ პროცესში მონაწილეობა მივიღოთ და ჩვენი კანდიდატურის გაყვანას ვეცადოთ. თუმცა, მიუხედავად "ქართული ოცნების" დაპირებისა, რომ კანდიდატს არ წარადგენენ, მოლოდინი არ არის ისეთი, რომ თავის კანდიდატის გაყვანას არ შეეცდებიან",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს