მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს და მისიის წევრებს შეხვდნენ და მათთან პროგრამის მიმდინარეობა, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და სხვა პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი, ფინანსთა მინისტრების მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე.

„მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს თავდაპირველ პროგნოზებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალ და მდგრად ზრდას.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და მისი თანხვედრა ფისკალური წესებით დადგენილ ზღვრებში დაბრუნების მიზნებთან, ისევე როგორც ექსპორტის და ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენის ტენდენციები.

მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი სამწლიანი პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების პროცესში და დადებითად შეფასდა საქართველოს პროგრესი რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ხაზი გაესვა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, რომელთა მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების და ენერგო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ქვეყანას, პროგრამის მიმდინარეობის პირველი შეფასების ფარგლებში ოქტომბრის თვეში ეწვევა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა