პაატა დავითაია - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება ძალის გამოყენებით, როდესაც ის მოსახლეობის ინტერესებს იცავს, მიუღებელია

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას დაკავების ფაქტს ეხმაურება.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა განცხადება გამოაქვეყნა.

„როგორც ცნობილია, სამართალდამცავების მიერ მოხდა კახა კუკავას დაკავება მაშინ, როდესაც ის იცავდა მოსახლეობის ინტერესებს. ყოვლად მიუღებელია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება პოლიტიკური საქმიანობის დროს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მოხდეს კახა კუკავას გათავისუფლება. ეს არის კიდევ ერთი მძიმე ფაქტი - როდესაც ძალის გამოყენებით ხდება დაკავება პოლიტიკოსის, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს და იცავს მოსახლეობის ინტერესებს“, - აცხადებს პაატა დავითაია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს