ირაკლი პეტრიაშვილი შალვა პაპუაშვილს შეხვდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა, მოადგილე რაისა ლიპარტელიანთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი პეტრიაშვილმა და რაისა ლიპარტელიანმა პარლამენტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს ევროინტეგრაციის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პროფკავშირების ხედვა წარუდგინეს.

„გარდა ამისა, პროფკავშირების ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ პარლამენტის თავმჯდომარეს შრომითი საკითხების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნეს. მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების აუცილებლობა საქართველოში; სოციალური დიალოგის განვითარების ხელშეწყობა ყველა დონეზე; სასამართლო დავების დინამიკა; შრომითი მიგრაციის კანონში დაგეგმილი ცვლილებები; ქალთა შრომითი უფლებებისა და დეკრეტული შვებულების საკითხი; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ კონვენციების რატიფიცირება, რომელიც შრომის უსაფრთხოებას, შრომის ინსპექციას და ქალთა შრომას უკავშირდება - მათ შორის, ძალადობას და სამუშაო ადგილებზე შევიწროებას; საპენსიო უზრუნველყოფის საკითხები; სახალხო დამცველის შერჩევის წესი.

ასევე, ხაზი გაუსვეს ისეთი ტიპის პლატფორმის ან მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომელიც შრომით და სოციალურ საკითხებზე პროფკავშირებსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უზრუნველყოფს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და საქართველოს პროფკავშირებს შორის, ისევე როგორც ევროინტეგრაციის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე, გაერთიანების ინიციატივებთან და მოსაზრებებთან დაკავშირებით, მჭიდრო თანამშრომლობა შედგება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა