შემოსავლების სამსახური - ნავთობპროდუქტით დატვირთული სარკინიგზო ვაგონები კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,გარდაბანში“, ნავთობპროდუქტით დატვირთული სარკინიგზო ვაგონების შემოსვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,გარდაბანი“, კერძოდ, სარკინიგზო სადგურზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოვიდა ნავთობპროდუქტით ( 1 972 ტონა მაზუთი) დატვირთული სარკინიგზო ვაგონები. აღნიშნული ტვირთის გამგზავნი ქვეყანა არის ყაზახეთი, ხოლო მიმღები ქვეყანა თურქეთი (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან).

მათივე ცნობით, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთზე, არც მფლობელ/მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით ტვირთების/კომპანიების/მფლობელების მონიტორინგი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა