ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით,  სჯერა, რომ შესაძლებელია, ერთ დღეს ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგეს

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განაცხებით, მას სურს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგეს.

„პუტინმა უნდა წააგოს ეს ომი და უნდა თვალი გაუსწოროს მის ქმედებებს - ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია” , - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასაშუალება Bild-ს.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებთან დაკავშირებით მტკიცებულებების შეგროვებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შესაძლო სამართალწარმოების მიზნით.

„ეს არის ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის საფუძველი, რომ ჩვენ ვსჯით ამ დანაშაულებს და ბოლოს და ბოლოს, პუტინი არის პასუხისმგებელი“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, წარდგენილი იქნება თუ არა პუტინი ერთ დღეს სასამართლოს წინაშე, ფონ დერ ლაიენმა უპასუხა: “მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია”.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის