ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორი საპარლამენტო ოპოზიციას ხვდება

“ფონდი ღია საზოგადოების” ოფისში მესამე სექტორსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს იმ 12 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შეიმუშავა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია არასამთავრობო სექტორს გააცნობს თუ რა შეიმუშავეს 12 პუნქტთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, მესამე სექტორი ამ პროექტს არ იცნობს, ამიტომ წინასწარ უჭირს თქმა, თუ რას შეეხება ეს კანონპროექტები.

“თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ამ 12 პუნქტის შესრულებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მსჯელობა იქნება კანონპროექტებზე, რა გააკეთა საპარლამენტო ოპოზიციამ და რის დაინიცირებას აპირებენ ისინი. როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ჩვენც გვქონდა მათთან შეხვედრა და დღეს გაგვაცნობენ თავიანთ ნამუშევარს. კონკრეტულად გამიჭირდება იმის თქმა, რა შედეგია ამ მიმართულებით. ერთ-ერთი საკითხად, მაგალითად, რაზეც ჩვენი მხრიდან საუბარი იყო, რის ინიცირებასაც არ ვურჩევდით ეს არის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ცალკე საკანონმდებლო აქტი, რაც რა თქმა უნდა, პრობლემის მომტანი იქნებოდა, ვიდრე რაიმე პრობლემის გადაჭრის”,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა