პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილს ვურჩევ, დასავლეთში შეხვედრებზე „ოთხეული“ და ირაკლი კობახიძე წაიყვანოს, რათა მათ აჩვენოს, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნას არავინ სთხოვს

ღარიბაშვილს ვურჩევ, დასავლეთში შეხვედრებზე "ოთხეული" და ირაკლი კობახიძე წაიყვანოს, რათა მათ აჩვენოს, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნას არავინ სთხოვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, აშშ-ის ელჩი ხელისუფლების და „ოთხეულის“ გამიჯვნაზე საუბრობს, თუმცა, "ქართული ოცნების" ლიდერები ადასტურებენ, რომ მათ შორის რაიმე მიჯნა არ არსებობს.

"არათუ მიჯნა არსებობს მათ შორის, კობახიძემ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეთანხმებიან იმას, რასაც ეს „ოთხეული“ საუბრობს, უბრალოდ რა დოზით უნდა ვისაუბროთ, ამაში ვართ განსხვავებულიო. ანუ ამერიკას რომ ნგრევა და „მეორე ფრონტი“ უნდა ამაზე მეც ვთანხმდები, მაგრამ ღიად საუბარი დამაზიანებელი იქნება ჩემი ხელისუფლებისთვისო- ეს თქვა კობახიძემ სინამდვილეში. მე ვიცი, რომ ევროპელების დამოკიდებულება საქართველოსთან ცალსახაა, ისინი მხარს უჭერენ ევროპაში ინტეგრაციის პროცესს, ეს დაადასტურა ღარიბაშვილის შოლცთან შეხვედრამ. ღარიბაშვილს ვურჩევ, სხვა შეხვედრებზე ეს „ოთხეული“ წაიყვანოს და ირაკლი კობახიძე და ანახოს მათ, რომ დასავლეთში „მეორე ფრონტის“ გახსნას მათ არავინ სთხოვს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან კითხვები მიიღო იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას. როგორც ელჩმა განაცხადა, ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს