„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი“ - გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს.

აღნიშნულ კონტექსტში გამოკითხულმა პირებმა რამდენიმე მოსაზრებაზე დააფიქსირეს პოზიცია.

მოსაზრებას - „პარლამენტის წევრს თუ ჩემს დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ვეტყვი, ის გადადგამს ნაბიჯებს პრობლემების მოსაგვარებლად“, მხოლოდ 36% ეთანხმება, 54% არ ეთანხმება, 10% კი ამბობს, რომ პასუხი არ იცის.

მოსაზრებას - „პარლამენტი ამტკიცებს კანონებს ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ“, 36% ეთანხმება, 56% არ ეთანხმება, ხოლო 8%-მა პასუხი არ იცის.

კიდევ ერთ მოსაზრებაზე, რომ „პარლამენტი ეფექტურად უწევს ზედამხედველობას მთავრობის (სამინისტროების) საქმიანობას“, გამოკითხულთა 33% ამბობს, რომ ეთანხმება, 45% არ ეთანხმება, 22% პასუხობს, რომ არ იცის, 1% კი პასუხზე უარს აცხადებს.

მოსაზრებას, რომ „პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს“, გამოკითხულთა მხოლოდ 27% ეთანხმება, 65% არ ეთანხმება, 8%-მა პასუხი არ იცის.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა