NDI-ის კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.

ორგანიზაციის ცნობით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ.

კითხვაზე: ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს? - გამოკითხულთა 34% - ეთანხმება, 59%- არ ეთანხმება, მაშინ, როდესაც ამავე კითხვაზე პასუხი 2021 წლის დეკემბერში შემდეგი იყო - 36% ეთანხმებოდა, 51% - არა.

კითხვაზე - ეთანხმებით თუ არა, რომ პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ? გამოკითხული მოსახლეობის 67% არ ეთანხმება, 23%- ეთანხმება, 9%-მა პასუხი არ იცის.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 14%-ით არის გაზრდილი მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე - ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას (თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია), რომ პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ? „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 78% ეთანხმება, 17%-არა. ამავე მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერი გამოკითხული მოსახლეობის 80% არ ეთანხმება, ხოლო 16% - ეთანხმება.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, გამოკითხული მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელმაც პარტია არ დაასახელა, აღნიშნულ მოსაზრებას 71% - არ ეთანხმება, 20%- ეთანხმება

რაც შეეხება კითხვას - ეთანხმებით თუ არა, რომ პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ? - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 64% არ ეთანხმება, 29% ეთანხმება. ამავე მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერი გამოკითხული მოსახლეობის 63% არ ეთანხმება, 29%- ეთანხმება.

ორგანიზაციის ცნობით, გამოკითხული მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელმაც პარტია არ დაასახელა, აღნიშნულ მოსაზრებას 71% - არ ეთანხმება, 18%- ეთანხმება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა