კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოქალაქეების უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. ორგანიზაციის განმარტებით, მოქალაქეების უმეტესმა ნაწილმა არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით, გამოკითხულთა 54 % აცხადებს, რომ არ იცის, უარს ამბობს პასუხზე, ან ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ახლოს. 25% - „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 8% -„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 13% კი -სხვა პარტიებს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს