ლუგანსკში აფეთქებას ე.წ. რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ემსხვერპლა

ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შენობაში მომხდარ აფეთქებას უწყების უფროსი, სერგეი გორენკო ემსხვერპლა, - ინფორმაციას რუსული მედია ე.წ.ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „შინაგან საქმეთა მინისტრის“ თანაშემწე ვიტალი კისელევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სერგეი გორენკო ლუგანსკში გენერალური პროკურატურის შენობაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა“,- განაცხადა კისელევმა. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა