გია ვოლსკი - ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან, ოდესმე, ვინმეს ან ვინმეს ოჯახის წევრებს გამოკითხვაში თუ აქვთ მონაწილეობა მიღებული, ასეთი კი არ ჩანს - ეს იმას არ ნიშნავს, რომ NDI ხალხს არ ეკითხება

ის, რომ “ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ ლოიალურად განწყობილი გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ეს რაიმე სიახლე არ არის - კვლევებს ჩვენც ვატარებთ! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, კვლევებს ოპოზიციაც ატარებს, რომლის საფუძველზეც რწმუნდებიან, რომ მათ პოლიტიკურ ასპარეზზე პერსპექტივა არა აქვს და გამომდინარე აქედან, მათი გზა არის რევოლუცია.

“წლები გავიდა და ყოველგვარი კვლევის გარეშე ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ საზოგადოებრივი განწყობების შესახებ - საზოგადოებას გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობა, რომლებიც კვლევებს ატარებენ, არა აქვს. სწორედ ამიტომ აუცილებელი არ არის ზუსტად ის პასუხი გასცენ, რასაც ფიქრობენ. ეს არის რეალობა! გადახედეთ სოციალურ ქსელებს. ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან ოდესმე ვინმეს ან ვინმეს ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს გამოკითხვაში თუ აქვს მონაწილეობა მიღებული. ასეთი კი არ ჩანს. ეს იმას არ ნიშნავს NDI ხალხს არ ეკითხება, მაგრამ არსებობს გარკვეული მეთოდოლოგია, რომელიც ზუსტად აღწერს საზოგადოებრივ განწყობებს საქართველოში. საგანგებო მნიშვნელობის არის სოციალური პრობლემები და ამ პრობლემებს ომისა და დესტაბილიზაციის საფრთხე წამოეწია”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესს არც ერთი არ გამოხატავს. კითხვაზე: არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, რესპონდენტთა 56%-მა აღნიშნა, რომ „არა“, 39%-მა თქვა, რომ „კი“, 4%-ის პასუხია - „არ ვიცი“, ხოლო 2 %-მა პასუხზე უარი თქვა.

ამასთან, აღნიშნული კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. ორგანიზაციის ცნობით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს