ირაკლი ზარქუა - კვლევების პოლიტიკური ნაწილი NDI-ის ძლიერი მხარე არ არის - კვლევის საველე სამუშაოებს „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული ორგანიზაცია ატარებს

კვლევების პოლიტიკური ნაწილი არ არის NDI-ის ძლიერი მხარე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ კვლევის საველე სამუშაოებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული ორგანიზაცია ატარებს.

„გნებავთ 2020- 2021 წლების არჩევნები აიღეთ და ახლაც დარწმუნებული ვარ რადიკალურად განსხვავებული განწყობაა ჩვენს მოსახლეობაში. თუმცა, ტენდენციას ნამდვილად ასახავს, ეს არის ის, რომ მმართველ პარტიას გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ოპოზიციას ერთად აღებულს, ეს სწორიც არის, დაახლოებით ეს მოცემულობა და ეს შეგრძნება გვაქვს მმართველ პარტიას, თუმცა, პროცენტებში არ შევდივართ, არ ვეთანხმებით, NDI-ის კვლევები - პოლიტიკური მხარე არ არის მათი ძლიერი მხარე. მათ შორის, უნდა ითქვას, რომ სოციალურ ნაწილსაც მერე პოლიტიკურად იყენებენ. ეს NDI-ის სათავო ოფისის პრობლემა კი არ არის, ეს არის იმ ორგანიზაციის პრობლემა, რომელიც საველე გამოკითხვებს ატარებს საქართველოში და პირდაპირ ასოცირდება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუმცა, იქაც ვერ გაექცნენ რეალობას და დაუწერეს ის, რაც დაუწერეს მთლიანად ოპოზიციას, ერთად აღებული, რაზეც გაცილებით მეტი აქვს "ქართულ ოცნებას". ოპოზიციისთვის ეს არის ერთი კარგი შემოლაწუნება, რომ გონს მოეგოს, ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციას და არა ალტერნატიულ სისულეეებზე იმუშაოს,"- განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესს არც ერთი არ გამოხატავს. კითხვაზე: არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, რესპონდენტთა 56%-მა აღნიშნა, რომ „არა“, 39%-მა თქვა, რომ „კი“, 4%-ის პასუხია - „არ ვიცი“, ხოლო 2 %-მა პასუხზე უარი თქვა. ამასთან, აღნიშნული კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. ორგანიზაციის ცნობით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს