დავით უსუფაშვილი - საჭიროა შევწყვიტოთ პოლიტიკური კომენტატორობა - კობახიძემ ეს რომ თქვა, თქვენ რას იტყვით, ბატონო, დავით? ბოკერიამ ეს რომ თქვა, უსუფაშვილმა რა უპასუხა? - პოლიტიკური პროდუქტის წარმოება უნდა დავიწყოთ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, NDI -ის კვლევის შედეგები ახალი არ არის, განწყობა და ტენდენცია ნამდვილად ასეა. მისი თქმით, გვყავს საზოგადოება, რომლის პოლიტიკური ორიენტირი დღეს გამოკვეთილი არ არის.

როგორც უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, შექმნილ სიტუაციაში პოლიტიკა დაკარგულია. მისი თქმით, პოლიტიკა გასაცოცხლებელია.

„30 წელი ჯახირია, კამათია, დებატია, ამასობაში ისინი ვინც ჩვენზე უკან იყვნენ იქ რაღაცები დალაგდა. აქ ჯერ კიდევ საძირკვლის ჩაყრაც კი ვერ მოხერხდა. შექმნილ სიტუაციაში პოლიტიკა დაიკარგა. რატომ დაიკარგა პოლიტიკა? იმიტომ, რომ მმართველი ძალა, კარგ ძალად ძალიან ცოტას მიაჩნია. პოლიტიკა გასაცოცხლებელია. პოლიტიკა არის დებატები, სადაც განსხვავებული ხედვის ადამიანები ერთმანეთს ეპაექრებიან. „ლელომ“ არ მოცემულობის გარღვევა ვცადეთ, მაგრამ ჯერ ვერ შევძელით. მეტი უნდა ვცადოთ. ჩვენ თუ ვერ შევძელით, სხვამ უნდა შეძლოს.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა გაუგებარი მიზნებით ეს იყო კატასტროფული შეცდომა, იმიტომ, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგზე იყო მიბმული ე.წ. ვადამდელი არჩევნების თემა. „ვადამდელი არჩევნები მინდა!“ რას ნიშნავს ვადამდელი არჩევნები მინდა? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ გინდა? რატომ ამას არ ითხოვ? ეს უფრო მნიშვნელოვანი არ არის? რაღაცის გამო არ ითხოვ, რომ მოითხოვო მერე იტყვიან - გააკეთე კი ბატონოო. ეს ვადამდელი არჩევნები სადმე სკივრშია დამალული თუ როგორაა საქმე?

„ოცნების“ ყველა შეცდომა და არასწორი ნაბიჯი ჩვენი გამოსასწორებელია ხვალ. მე არ მიხარია არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის შეცდომა, იმიტომ, რომ ამ შეცდომის გამო მორიგი 10 ათასი ადამიანი უმუშევარი ხდება. მორიგი 20 ათასი ადამიანი უცხოეთში მიდის.

ეს განწყობა და ტენდენცია ჩემთვის ახალი არ არის, ნამდვილად ასეა. გვყავს საზოგადოება რომლის პოლიტიკური ორიენტირი დღეს გამოკვეთილი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ „ლელომაც“ კეთილი უნდა ინებოს, რომ უკეთ დავანახოთ ჩვენი პლუსი, რატომ „ლელო“. რატომ არა ბიძინა კი არა, რატომ აღარ მიშა კი არა, რატომ არა ვიღაცა კი არა, რატომ „ლელო“. ამისთვის საჭიროა შევწყვიტოთ პოლიტიკური კომენტატორობა - კობახიძემ ეს რომ თქვა, თქვენ რას იტყვით, ბატონო, დავით? ბოკერიამ ეს რომ თქვა, უსუფაშვილმა რა უპასუხა? ანუ, პოლიტიკური პროდუქტის წარმოება უნდა დავიწყოთ. გვავიწყდება, რომ ჩვენით არ მთავრდება საქართველო“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

მან გადაცემაში ასევე ისაუბრა „ლელოს“ ინიციატივაზე საგამოძიებო კომისიას შექმნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მომავალი კვირის პირველ დღეებში გამოჩნდება მოხდება თუ არა საგამოძიებო კომისიის ინიცირება.

მისი თქმით, კომისია თუ შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი უნდა იყოს პირველი პირი, ვინც უნდა დაიკითხოს, "იმიტომ, რომ მან უმძიმესი და უბინძურეს დანაშაულებში ბრალი უკვე აღიარა”.

„ვინ წინააღმდეგი იქნება, ვინ მომხრე მომავალი კვირის პირველ დღეებში გამოჩნდება. ამ დროისთვის გვაქვს 42 ხელმოწერა. ფრიდონ ინჯიას ჯგუფიდან არავინ შემოგვხმიანებია. ამბობენ, რომ ოპოზიცია ვართო, მაგრამ თავად განსაჯეთ. „მოქალაქეებს“ თემისადმი თავიანთი დამოკიდებულება აქვთ. დანარჩენი ყველა შემოერთებულია. კომისია თუ შეიქმნება, სოსო გოგაშვილი უნდა იყოს პირველი პირი, ვინც უნდა დაიკითხოს, იმიტომ, რომ მან უმძიმესი და უბინძურეს დანაშაულებში ბრალი უკვე აღიარა. ის ბერკეტი, რაც პარლამენტს აქვს, უნდა გამოვიყენოთ. თუ გამოვა, ვნახავთ. არაფრის გაკეთება უფრო ზიანის მომტანი იქნება”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა