ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტს, თუ რუსეთი  უკრაინელ სამხედრო ტყვეებს გადასცემს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტს, თუ ოფიციალური მოსკოვი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს გადასცემს.

„მე წინააღმდეგი ვარ ჩვენი ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციიდან ამიაკის მიწოდების. ამას გავაკეთებდი მხოლოდ ჩვენი ტყვეების სანაცვლოდ. ეს არის ის, რაც მე შევთავაზე გაეროს", - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

მედიასაშუალების ცნობით, აღნიშნულ იდეაზე კრემლმა სწრაფადვე განაცხადა უარი.

„ადამიანები და ამიაკი ერთი და იგივეა?" - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, რომლის კომენტარსაც რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო