სასამართლოში სოსო გოგაშვილის ცოლის და გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლის და, ხათუნა მარტყოფლიშვილი გამოიკითხა.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს მარტყოფლიშვილი თითქმის 3 საათის განმავლობაში პასუხობდა. მარტყოფლიშვილი სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი უახლოესი გარემოცვის დაყადაღებულ ქონებასთან დაკავშირებით დაიკითხა.

როგორც გოგაშვილის ოჯახის ადვოკატმა, დიმიტრი ღონღაძემ განაცხადა, ქონების გარკვეული ნაწილი ხათუნა მარტყოფლიშვილს დაუყადაღეს.

"დაგიდასტურებთ ინფორმაციას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, ის გაფრთხილებულია გამოძიების მასალების გაუხმაურებლობაზე და დეტალებს ვერ მოგახსენებთ. კითხვები მათ შორის, დაყადაღებულ ქონებას უკავშირდებოდა, რა ინფორმაციასაც ის ფლობდა, გამოძიებას მიაწოდა, დაყადაღებულია მისი გარკვეული ქონებაც. ქონების ირგვლივ ყველა კითხვა იყო დასმული, საკამოდ ბევრი კითხვა იყო. მან უპასუხა, რა შემოსავალიც ჰქონდა და როგორ იყიდა ეს ქონება, შემოსავლის გარეშე, როგორ იყიდიდა? დეკლარაციაში ფიქსირდება თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ მან ინფორმაცია მიაწოდა, რა სახსრებით შეიძინა ქონება",- განაცხადა ღონღაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო