სამინისტროს ინფორმაციით, 2000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია გადამუშავებული

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის შტაბის უფროსის, ლაშა შალამბერიძის ინფორმაციით, დღეისათვის, უკვე გადამუშავებულია 2000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი.

„დღეისათვის, უკვე გადამუშავებულია 2000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი; ფერმერებმა, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის შემოსავალი უკვე მიიღეს. პროცესი გაგრძელდება 15 დეკემბრამდე, მოსავლის სრულად დაბინავებამდე“, - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

შიდა ქართლის მხარის რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, გორში შექმნილი შტაბი რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს, რათა მოხდეს მიღებული მოსავლის ორგანიზებული ჩაბარება და დაბინავება.

„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს