ვოლოდიმირ ზელენსკი - ალბათ, ვინმეს ეჩვენება, რომ გამარჯვებების სერიის შემდეგ დროებით ჩავწყნარდით, მაგრამ ეს არის მომზადება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტზე გარკვეული დროებითი სიმშვიდე ყველა უკრაინული ქალაქის გასათავისუფლებლად მომზადებაა.

„ალბათ, ახლა ზოგიერთ თქვენგანს ეჩვენება, რომ გამარჯვებების სერიის შემდეგ რაღაც სიმშვიდე გვაქვს, მაგრამ ეს სიმშვიდე არ არის. ეს არის მზადება შემდეგი სერიისთვის. ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვების მომდევნო სერიისთვის, რომელიც უნდა მოვისმინოთ. ვგულისხმობ ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქების სახელებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ოკუპანტებისგან მთელი უკრაინა უნდა გათავისუფლდეს.

„სიტყვები, რომლებიც ყოველთვის ისმის და ყოველთვის გაისმება. მოვისმენთ ჩვენ, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები. ამ სიტყვებს გაიგონებენ გათავისუფლებულ უკრაინაში, “ – აღნიშნა ზელენსკიმ,

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია