კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ მაკედონიაში, სკოპიეს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია განახორციელა

კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ მაკედონიაში, სკოპიეს აეროპორტის 2500 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია განახორციელა. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 5,5 მილიონი ევრო შეადგინა, კომპანიის მანქანა-მექანიზმებისა და ადამიანური რესურსის ჩართულობით განხორციელდა.

„თიბისის“ ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 45 ქართველი იყო დასაქმებული.

“ბლექ სი გრუპი“ 2005 წელს დაფუძნდა და დაარსების დღიდან, კომპანიის პარტნიორი და განვითარების მხარდამჭერი „თიბისია“. დაარსებისთანავე კომპანიის მიზანი ქვეყნის ამორტიზებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა და კეთილმოწყობა იყო. შედეგად, „ბლექ სი გრუპმა“, „თიბისის“ მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, როგორებიცაა: თბილისის და ქუთაისის აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ზოლების მოწყობა, ქუთაისის ავტობანის მშენებლობა, ბაკურიანში საბაგირო გზის - „კოხტას“ მშენებლობა, ახალი საბაგირო გუდაურში და სხვა. „ბლექ სი გრუპისა“ და „თიბისის“ თანამშრომლობის ფარგლებში, ამჟამად ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობა და ლისზე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.

„ბლექ სი გრუპის“ მფლობელობაშია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მობილური საწარმო–ტექნოლოგიური ბაზები, რომელთა მობილიზებაც, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერ რეგიონშია შესაძლებელი. კერძოდ: ასფალტის ქარხნები, სტაციონალური და მობილური ქვის სამტვრევი დანადგარები, ბეტონისა და მობილური ბეტონის ქარხნები, ბეტონის კონსტრუქციების ქარხანა, ბეტონის ნაკეთობათა, ქვაფენილისა და ბორდიურების საამქრო, სპირალური მილების საამქრო, ხარისხის კონტროლის შესამოწმებელი თანამეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია.

კომპანიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა პერსონალის მუშაობისა და დასვენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. სამუშაო ლოკაციებზე კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და საოფისე კემპები, ასევე კვების ობიექტები ფუნქციონირებს. კომპანიაში მოქმედებს ტექნიკური პერსონალის ტრენინგებისა და სწავლების ბაზა, სადაც თანამშრომლები და დამწყები სპეციალისტები სხვადასხვა სპეციალობას ეუფლებიან.

“კომპანია „ბლექ სი გრუპი“ 17 წელია აქტიურად ემსახურება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ წლების განმავლობაში, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზება დამკვეთისთვის. სწორედ ამ მიდგომამ გაზარდა კომპანიის მომსახურებაზე მოთხოვნა და ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაშიც „თიბისის“ როლი, როგორც ყველაზე სანდო ფინანსური პარტნიორის, უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს კომპანია „ბლექ სი გრუპის“ დამფუძნებელი, გოგა კალანდაძე.

“ინფრასტრუქტურის სექტორს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ფორმირებაში დღეს ერთ-ერთი წამყვანი როლი უკავია. სწორედ ამიტომ, აღნიშნული მიმართულება „თიბისისთვისაც“ ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც მთელი ქვეყნისთვის. „თიბისის“ მხარდაჭერით, ბოლო 2 წლის მანძილზე, ქვეყანაში ჯამში 570 კილომეტრი სიგრძის გზა, 51 კილომეტრი სიგრძის გვირაბი და 42 კილომეტრი სიგრძის ხიდი აშენდა. რაც შეეხება „ბლექ სი გრუპთან“ პარტნიორობას, 17 წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, დღემდე კომპანიისთვის ჯამში 1 მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დაფინანსება გვაქვს გაცემული, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის საქმიანობის ხარისხი იმდენად განვითარდა, რომ საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთ კომპანიასთან პარტნიორობა, რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურას აუმჯობესებს და ქალაქებს შორის მიმოსვლას მარტივსა და კომფორტულს ხდის, რაც მნიშვნელოვნად ავითარებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა